₾0.00
Vintage Grace: ქართული ტრადიცია და თანამედროვე ელეგანტურობა საქორწინო კაბა
პროდუქტის აღწერილობა
- სილუეტი: ქალთევზის ფორმა, მაღალი ჭრილით
- ქსოვილი: შანტელის მაქმანი ვინტაჟური დეტალებით
- კორსეტი: გამჭვირვალე მაქმანის კორსეტი
- ქვედაბოლო: ბარძაყამდე ჭრილით და შლეიფით
- ზომები: 32-52 EU / 2-18 US
- ზურგი: ღია ზურგი მაქმანის მორთულობით და გასაღების ჭრილის ფორმის დეკოლტეთი
- მკლავები: გრძელი მაქმანის მკლავები მხრებზე ამოჭრილი დეტალებით
ხშირად დასმული შეკითხვები
რა ზომებია ხელმისაწვდომი?
ჩვენს საქორწინო კაბების ატელიეში ნახავთ ზომების ფართო არჩევანს.გარდა ამისა, შესაძლებელია კაბის ინდივიდუალური შეკერვა თქვენი დიზაინისა და სურვილების გათვალისწინებით.
შესაძლებელია თუ არა სასურველი დიზაინის საქორწინო კაბის შეკერვა?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ თქვენს სურვილსა და დიზაინზე მორგებულ კაბების შეკერვის სერვისს. ამ პროცესს დაახლოებით 20 დღე სჭირდება. ამიტომ, გთხოვთ, დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი მოდელი ქორწილამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე და გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 20%.
შესაძლებელია თუ არა კაბების მორგება?
დიახ, ჩვენთან შესაძლებელია კაბების მორგება. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი საკუთარი სტილისა და უნიკალური სურვილების გათვალისწინებით.
გაქვთ თუ არა საქორწინო აქსესუარები?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ საქორწინო აქსესუარების ფართო არჩევანს, რომლებიც სრულყოფენ თქვენი საქორწილო დღის იერს.
გთავაზობთ თუ არა რაიმე სპეციალურ შეთავაზებებს?
დიახ, პერიოდულად ჩვენ ვატარებთ სპეციალურ აქციებს და გთავაზობთ ფასდაკლებებს. დამატებითი დეტალებისთვის მოგვმართეთ.
რა არის თქვენი პირობები საქორწილო კაბების ქირაობასთან დაკავშირებით?
საქორწილო კაბების ქირაობის ღირებულება იწყება 800 ლარიდან. სრული გადახდა ხდება დაბრუნების შემდეგ, 2 დღის განმავლობაში.
აუცილებელია თუ არა წინასწარ ჩაწერა?
გთხოვთ, წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი დრო, რათა წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.
კონსულტაცია უფასოა?
დიახ, კონსულტაცია უფასოა. კლიენტზბზე გამოყოფილი დრო 30 წუთიდან 1 საათამდე გახლავთ.
სად მდებარეობს თქვენი ატელიე და როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება?
თბილისი: ალექსანდრე გრიბოედოვის 15 | +995 511 13 11 22
ბათუმი: ლუკა ასათიანი 13 | +995 571 903 800
ელ.ფოსტა: galogrea.info@gmail.com
რა არის თქვენი სამუშაო საათები?
ჩვენი სამუშაო საათები გახლავთ სამშაბათიდან კვირამდე, 11:00-დან 19:00-მდე.
Size and packaging guidelines
| Size | Bust (cm) | Waist (cm) | Hips (cm) | EU Size |
| S | 81-86 | 58-64 | 86-91 | 32-34 |
| M | 86-94 | 64-71 | 91-99 | 36-38 |
| L | 94-102 | 71-79 | 99-104 | 40-42 |
| XL | 102-107 | 79-86 | 104-112 | 44-46 |
| 2XL | 107-114 | 86-94 | 112-120 | 42-44 |
| 3XL | 114-122 | 94-102 | 120-127 | 44-46 |
| 4XL | 122-130 | 102-110 | 127-135 | 46-48 |
| 5XL | 130-135 | 110-117 | 135-142 | 48-50 |
| 6XL | 135-143 | 117-125 | 142-150 | 50-52 |
საქორწინო კაბის შესახებ
საქორწილო კაბა “Vintage Grace” არის იდეალური არჩევანი თანამედროვე პატარძლისთვის, რომელსაც უყვარს ვინტაჟური სტილი. ეს კაბა აერთიანებს კლასიკურ ელეგანტურობას და თანამედროვე ხიბლს. გრძელი მკლავები და მაქმანებიანი დეტალები ქმნის დახვეწილ და რომანტიკულ იერს, ხოლო მაღალი ჭრილი მატებს თანამედროვე შტრიხს.
ეს კაბა გამორჩეულია თავისი უნიკალური დეტალებით: გასაღების ჭრილის ფორმის დეკოლტე ზურგზე და მხრებზე ამოჭრილი მკლავები. ქალთევზის ფორმის სილუეტი ლამაზად გამოკვეთს თქვენს ფიგურას, ხოლო მოცურავე შლეიფი კი ზღაპრულ იერს შეგძენთ.
“Vintage Grace” დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალებისგან და უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს მთელი დღის განმავლობაში. ეს კაბა შესანიშნავია ნებისმიერი ტიპის ქორწილისთვის – იქნება ეს დიდებული ცერემონია თუ მყუდრო ზეიმი.
გსურთ თქვენი ქორწილი იყოს დაუვიწყარი? გალოგრეა დაგეხმარებათ! ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ ულამაზეს საქორწილო და საპატარძლო კაბებს, არამედ სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს ინდივიდუალურ შეკვეთებს, აქსესუარების ფართო არჩევანს და საქორწილო დეკორაციებს.
თუ ჯერ არ ხართ მზად კაბის შესაძენად, ჩვენ გთავაზობთ კაბების გაქირავების მომსახურებასაც.










