₾399.00
Boho Charm: გრძელმკლავიანი ტანზე მომჯდარი ბოჰემური საქორწინო კაბა
პროდუქტის აღწერილობა
- სილუეტი: ქალთევზას სილუეტი
- ქსოვილი: მსუბუქი მაქმანი და წული
- კორსეტი: ნახევრად გამჭვირვალე, მაკორექტირებელი თასმებით
- ქვედაბოლო: თეძოებზე მორგებული, მსუბუქი გაშლით და შლეიფით
- ზომის დიაპაზონი: 32-52 EU / 2-18 US
- ზურგის დეტალი: ღია ზურგი, მაქმანით მორთული და ზედა ნაწილში ღილებით დახურული
- მკლავები: გრძელი, გამჭვირვალე, ზარისებური მკლავები მაქმანის აქცენტებით
ხშირად დასმული შეკითხვები
რა ზომებია ხელმისაწვდომი?
ჩვენს საქორწინო კაბების ატელიეში ნახავთ ზომების ფართო არჩევანს.გარდა ამისა, შესაძლებელია კაბის ინდივიდუალური შეკერვა თქვენი დიზაინისა და სურვილების გათვალისწინებით.
შესაძლებელია თუ არა სასურველი დიზაინის საქორწინო კაბის შეკერვა?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ თქვენს სურვილსა და დიზაინზე მორგებულ კაბების შეკერვის სერვისს. ამ პროცესს დაახლოებით 20 დღე სჭირდება. ამიტომ, გთხოვთ, დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი მოდელი ქორწილამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე და გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 20%.
შესაძლებელია თუ არა კაბების მორგება?
დიახ, ჩვენთან შესაძლებელია კაბების მორგება. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი საკუთარი სტილისა და უნიკალური სურვილების გათვალისწინებით.
გაქვთ თუ არა საქორწინო აქსესუარები?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ საქორწინო აქსესუარების ფართო არჩევანს, რომლებიც სრულყოფენ თქვენი საქორწილო დღის იერს.
გთავაზობთ თუ არა რაიმე სპეციალურ შეთავაზებებს?
დიახ, პერიოდულად ჩვენ ვატარებთ სპეციალურ აქციებს და გთავაზობთ ფასდაკლებებს. დამატებითი დეტალებისთვის მოგვმართეთ.
რა არის თქვენი პირობები საქორწილო კაბების ქირაობასთან დაკავშირებით?
საქორწილო კაბების ქირაობის ღირებულება იწყება 800 ლარიდან. სრული გადახდა ხდება დაბრუნების შემდეგ, 2 დღის განმავლობაში.
აუცილებელია თუ არა წინასწარ ჩაწერა?
გთხოვთ, წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი დრო, რათა წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.
კონსულტაცია უფასოა?
დიახ, კონსულტაცია უფასოა. კლიენტზბზე გამოყოფილი დრო 30 წუთიდან 1 საათამდე გახლავთ.
სად მდებარეობს თქვენი ატელიე და როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება?
თბილისი: ალექსანდრე გრიბოედოვის 15 | +995 511 13 11 22
ბათუმი: ლუკა ასათიანი 13 | +995 571 903 800
ელ.ფოსტა: galogrea.info@gmail.com
რა არის თქვენი სამუშაო საათები?
ჩვენი სამუშაო საათები გახლავთ სამშაბათიდან კვირამდე, 11:00-დან 19:00-მდე.
Size and packaging guidelines
| Size | Bust (cm) | Waist (cm) | Hips (cm) | EU Size |
| S | 81-86 | 58-64 | 86-91 | 32-34 |
| M | 86-94 | 64-71 | 91-99 | 36-38 |
| L | 94-102 | 71-79 | 99-104 | 40-42 |
| XL | 102-107 | 79-86 | 104-112 | 44-46 |
| 2XL | 107-114 | 86-94 | 112-120 | 42-44 |
| 3XL | 114-122 | 94-102 | 120-127 | 44-46 |
| 4XL | 122-130 | 102-110 | 127-135 | 46-48 |
| 5XL | 130-135 | 110-117 | 135-142 | 48-50 |
| 6XL | 135-143 | 117-125 | 142-150 | 50-52 |
საქორწინო კაბის შესახებ
ეს უნიკალური საქორწილო კაბა, “Boho Charm”, შექმნილია თავისუფლებისმოყვარე და უნიკალური სტილის მქონე პატარძლებისთვის. მისი ქალთევზას სილუეტი და მაღალი დეკოლტე ხაზს უსვამს თქვენს ფიგურას, გამჭვირვალე გრძელი მკლავები და ღია ზურგი კი მატებს თქვენს იერს განსაკუთრებულ ხიბლსა და სინაზეს.
ნაზი მაქმანისა და ტიულისგან შექმნილი ეს კაბა, მორთულია მაქმანის აპლიკაციებით, რაც მას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. ნახევრად გამჭვირვალე კორსეტი და მაკორექტირებელი თასმები უზრუნველყოფენ საჭირო მხარდაჭერას და კომფორტს. კაბას აქვს მცირე შლეიფი, რომელიც ელეგანტურად მიჰყვება პატარძალს. ხელმისაწვდომია 32-52 EU / 2-18 US ზომებში.
ჩვენ ასევე გთავაზობთ საქორწილო კაბების შეკერვის და გაქირავების მომსახურებას.
თუ თქვენ ეძებთ უნიკალურ და დასამახსოვრებელ საქორწილო კაბას, რომელიც თქვენს ინდივიდუალობას გამოხატავს, “Boho Charm” იდეალური არჩევანია. ეს კაბა აერთიანებს მაქმანის ნაზ ხიბლს, თანამედროვე დიზაინსა და დახვეწილობას.
გაინტერესებთ ჩვენი სხვა შეთავაზებები? ეწვიეთ ჩვენს გალერეას და გაეცანით სხვა ულამაზეს საქორწილო და საპატარძლო კაბებს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი საქორწილო აქსესუარები და დაგეგმეთ თქვენი ოცნების ქორწილი ჩვენი საქორწილო დეკორაციების დახმარებით.










