₾399.00
The Enigma: ტრანსფორმირებადი საქორწინო კაბა გრძელი და მოკლე ვარიანტებით
პროდუქტის აღწერილობა
- სილუეტი: A-ხაზის
- ქსოვილი: ატლასი და მაქმანი, დახვეწილი ბისერებით
- კორსეტი: ნახევრად გამჭვირვალე, მაკორექტირებელი თასმებით და მაქმანის ზედაპირით
- ქვედაბოლო: ჰაეორვანი A-ხაზის ქვედაბოლო, რომელიც მოხდენილ მოძრაობას უზრუნველყოფს
- ზომის დიაპაზონი: 32-42 EU / 2-12 US
- ზურგის დეტალი: ზურგზე გასაღების ჭრილის ფორმის დეკოლტე მაქმანის მორთულობით
- მკლავები: უმკლავო, მოკლე სახელოების დეტალებით
ხშირად დასმული კითხვები
რა ზომებია ხელმისაწვდომი?
ჩვენს საქორწინო კაბების ატელიეში ნახავთ ზომების ფართო არჩევანს.გარდა ამისა, შესაძლებელია კაბის ინდივიდუალური შეკერვა თქვენი დიზაინისა და სურვილების გათვალისწინებით.
შესაძლებელია თუ არა სასურველი დიზაინის საქორწინო კაბის შეკერვა?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ თქვენს სურვილსა და დიზაინზე მორგებულ კაბების შეკერვის სერვისს. ამ პროცესს დაახლოებით 20 დღე სჭირდება. ამიტომ, გთხოვთ, დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი მოდელი ქორწილამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე და გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 20%.
შესაძლებელია თუ არა კაბების მორგება?
დიახ, ჩვენთან შესაძლებელია კაბების მორგება. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი საკუთარი სტილისა და უნიკალური სურვილების გათვალისწინებით.
გაქვთ თუ არა საქორწინო აქსესუარები?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ საქორწინო აქსესუარების ფართო არჩევანს, რომლებიც სრულყოფენ თქვენი საქორწილო დღის იერს.
გთავაზობთ თუ არა რაიმე სპეციალურ შეთავაზებებს?
დიახ, პერიოდულად ჩვენ ვატარებთ სპეციალურ აქციებს და გთავაზობთ ფასდაკლებებს. დამატებითი დეტალებისთვის მოგვმართეთ.
რა არის თქვენი პირობები საქორწილო კაბების ქირაობასთან დაკავშირებით?
საქორწილო კაბების ქირაობის ღირებულება იწყება 800 ლარიდან. სრული გადახდა ხდება დაბრუნების შემდეგ, 2 დღის განმავლობაში.
აუცილებელია თუ არა წინასწარ ჩაწერა?
გთხოვთ, წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი დრო, რათა წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.
კონსულტაცია უფასოა?
დიახ, კონსულტაცია უფასოა. კლიენტზბზე გამოყოფილი დრო 30 წუთიდან 1 საათამდე გახლავთ.
სად მდებარეობს თქვენი ატელიე და როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება?
თბილისი: ალექსანდრე გრიბოედოვის 15 | +995 511 13 11 22
ბათუმი: ლუკა ასათიანი 13 | +995 571 903 800
ელ.ფოსტა: galogrea.info@gmail.com
რა არის თქვენი სამუშაო საათები?
ჩვენი სამუშაო საათები გახლავთ სამშაბათიდან კვირამდე, 11:00-დან 19:00-მდე.
Size and packaging guidelines
| Size | Bust (cm) | Waist (cm) | Hips (cm) | EU Size |
| S | 81-86 | 58-64 | 86-91 | 32-34 |
| M | 86-94 | 64-71 | 91-99 | 36-38 |
| L | 94-102 | 71-79 | 99-104 | 40-42 |
| XL | 102-107 | 79-86 | 104-112 | 44-46 |
| 2XL | 107-114 | 86-94 | 112-120 | 42-44 |
| 3XL | 114-122 | 94-102 | 120-127 | 44-46 |
| 4XL | 122-130 | 102-110 | 127-135 | 46-48 |
| 5XL | 130-135 | 110-117 | 135-142 | 48-50 |
| 6XL | 135-143 | 117-125 | 142-150 | 50-52 |
საქორწინო კაბის შესახებ
ეს უნიკალური და მომხიბვლელი საქორწილო კაბა, “The Enigma”, იდეალურია თანამედროვე პატარძლებისთვის, ვისაც სურს, რომ მათი ქორწილი იყოს დაუვიწყარი და ორიგინალური. ეს კაბა გაძლევთ საშუალებას, ერთ დღეს ორი სხვადასხვა იერი მოირგოთ.
“The Enigma”-ს განსაკუთრებული თვისება მისი ტრანსფორმირებადობაა. ის ადვილად გადაიქცევა ბალის კაბიდან მინი კაბად, რაც საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ იერი ცერემონიიდან საღამომდე. მოსახსნელი შლეიფი კიდევ უფრო ზრდის კაბის ფუნქციონალურობას. ცერემონიაზე შეგიძლიათ, გრძელი შლეიფით შეხვიდეთ. Საღამოს კი წვეულებაზე თავისუფლად მოკლე კაბით იმოძრაოთ.
კაბა დამზადებულია მაქმანისა და წულისგან, რომელსაც ამშვენებს 3D ყვავილოვანი აპლიკაციები. ნახევრად გამჭვირვალე კორსეტი მაკორექტირებელი თასმებით უზრუნველყოფს საჭირო მხარდაჭერას და კომფორტს, ხოლო უმკლავო დიზაინი და ღია ზურგი მატებს კაბას თანამედროვე ელფერს.
“The Enigma” იდეალურია ნებისმიერი ტიპის ქორწილისთვის და შესანიშნავად ერწყმის ნებისმიერ საქორწილო თემატიკას და გარემოს. გალოგრეაში ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ოცნების ქორწილის ორგანიზებაში. გთავაზობთ არა მხოლოდ ულამაზეს საქორწილო და საპატარძლო კაბებს, არამედ სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს ინდივიდუალურ შეკვეთებს, აქსესუარების ფართო არჩევანს და საქორწილო დეკორაციებს.
თუ ჯერ არ ხართ მზად კაბის შესაძენად, ჩვენ გთავაზობთ კაბების გაქირავების მომსახურებასაც.













