₾0.00
Royal Disruption: ორეული ქსოვილის ტიპი ჟაკარდით, 3D ყვავილებით და მარგალიტებით
პროდუქტის აღწერა
- სილუეტი: ორეული
- ქსოვილი: ჟაკარდი
- კორსეტი: მჭიდროდ მომდგარი
- ქვედაბოლო: გრძელი, შლეიფიანი
- ზომის დიაპაზონი: 32-52 EU / 2-18 US
- ზურგის დეტალი: მაქმანიანი
- მკლავები: გრძელი
ხშირად დასმული კითხვები
რა ზომებია ხელმისაწვდომი?
ჩვენს საქორწინო კაბების ატელიეში ნახავთ ზომების ფართო არჩევანს.გარდა ამისა, შესაძლებელია კაბის ინდივიდუალური შეკერვა თქვენი დიზაინისა და სურვილების გათვალისწინებით.
შესაძლებელია თუ არა სასურველი დიზაინის საქორწინო კაბის შეკერვა?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ თქვენს სურვილსა და დიზაინზე მორგებულ კაბების შეკერვის სერვისს. ამ პროცესს დაახლოებით 20 დღე სჭირდება. ამიტომ, გთხოვთ, დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი მოდელი ქორწილამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე და გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 20%.
შესაძლებელია თუ არა კაბების მორგება?
დიახ, ჩვენთან შესაძლებელია კაბების მორგება. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი საკუთარი სტილისა და უნიკალური სურვილების გათვალისწინებით.
გაქვთ თუ არა საქორწინო აქსესუარები?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ საქორწინო აქსესუარების ფართო არჩევანს, რომლებიც სრულყოფენ თქვენი საქორწილო დღის იერს.
გთავაზობთ თუ არა რაიმე სპეციალურ შეთავაზებებს?
დიახ, პერიოდულად ჩვენ ვატარებთ სპეციალურ აქციებს და გთავაზობთ ფასდაკლებებს. დამატებითი დეტალებისთვის მოგვმართეთ.
რა არის თქვენი პირობები საქორწილო კაბების ქირაობასთან დაკავშირებით?
საქორწილო კაბების ქირაობის ღირებულება იწყება 800 ლარიდან. სრული გადახდა ხდება დაბრუნების შემდეგ, 2 დღის განმავლობაში.
აუცილებელია თუ არა წინასწარ ჩაწერა?
გთხოვთ, წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი დრო, რათა წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.
კონსულტაცია უფასოა?
დიახ, კონსულტაცია უფასოა. კლიენტზბზე გამოყოფილი დრო 30 წუთიდან 1 საათამდე გახლავთ.
სად მდებარეობს თქვენი ატელიე და როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება?
თბილისი: ალექსანდრე გრიბოედოვის 15 | +995 511 13 11 22
ბათუმი: ლუკა ასათიანი 13 | +995 571 903 800
ელ.ფოსტა: galogrea.info@gmail.com
რა არის თქვენი სამუშაო საათები?
ჩვენი სამუშაო საათები გახლავთ სამშაბათიდან კვირამდე, 11:00-დან 19:00-მდე.
Size and packaging guidelines
| Size | Bust (cm) | Waist (cm) | Hips (cm) | EU Size |
| S | 81-86 | 58-64 | 86-91 | 32-34 |
| M | 86-94 | 64-71 | 91-99 | 36-38 |
| L | 94-102 | 71-79 | 99-104 | 40-42 |
| XL | 102-107 | 79-86 | 104-112 | 44-46 |
| 2XL | 107-114 | 86-94 | 112-120 | 42-44 |
| 3XL | 114-122 | 94-102 | 120-127 | 44-46 |
| 4XL | 122-130 | 102-110 | 127-135 | 46-48 |
| 5XL | 130-135 | 110-117 | 135-142 | 48-50 |
| 6XL | 135-143 | 117-125 | 142-150 | 50-52 |
საქორწილო კაბის შესახებ
ორეული “Royal Disruption” არის გაბედული არჩევანი თანამედროვე პატარძლისთვის, რომელთაც არ ერიდებათ ტრადიციული საზღვრების გადალახვა. ეს უნიკალური დიზაინი აერთიანებს კლასიკურ ელეგანტურობას თანამედროვე სტილთან, რაც გამოიხატება ჟაკარდის ქსოვილის, 3D ყვავილების და მარგალიტების დეტალების ჰარმონიულ შერწყმაში. ტაფტასა და ატლასის კომბინაცია კი ქმნის მდიდრულ ტექსტურას, რომელიც თქვენს ქორწილის დღეს განსაკუთრებულს ქმნის. “Royal Disruption” ორეული გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ ელეგანტური და თანამედროვე იერსახე, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს. ეს არის არჩევანი თამამი და თავდაჯერებული პატარძლებისთვის, რომლებიც ქორწილის დღეს, საკუთარი უნიკალურობის გამოხატვას ესწრაფვიან.
გალოგრეას ატელიეებში თბილისსა და ბათუმში შეგიძლიათ არა მხოლოდ შეარჩიოთ ეს უნიკალური ორეული, არამედ შეუკვეთოთ მისი ინდივიდუალური დიზაინი და ისარგებლოთ კაბის შეკერვის სერვისით. გარდა ამისა, გთავაზობთ კაბების გაქირავების მოქნილ პირობებს და დახვეწილი საქორწილო აქსესუარების ფართო არჩევანს, რათა თქვენი ქორწილის დღე იყოს სრულყოფილი და დაუვიწყარი.












