




₾0.00
პრინცესას სტილის მაქმანებიანი საქორწილო კაბა მოშიშვლებული მხრებით: Elise
პროდუქტის აღწერა
- სილუეტი: პრინცესას სილუეტი (Ballgown)
- დეკოლტე: მოშიშვლებული მხრებით
- ქსოვილი: მაქმანი
- მკლავი: მაქმანის გრძელი მკლავი
- ქვედაბოლო: მოცულობითი ქვედაბოლო
- ზომები: 32-52 EU / 2-18 US
ხშირად დასმული კითხვები
რა ზომებია ხელმისაწვდომი?
ჩვენს საქორწინო კაბების ატელიეში ნახავთ ზომების ფართო არჩევანს.გარდა ამისა, შესაძლებელია კაბის ინდივიდუალური შეკერვა თქვენი დიზაინისა და სურვილების გათვალისწინებით.
შესაძლებელია თუ არა სასურველი დიზაინის საქორწინო კაბის შეკერვა?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ თქვენს სურვილსა და დიზაინზე მორგებულ კაბების შეკერვის სერვისს. ამ პროცესს დაახლოებით 20 დღე სჭირდება. ამიტომ, გთხოვთ, დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი მოდელი ქორწილამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე და გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 20%.
შესაძლებელია თუ არა კაბების მორგება?
დიახ, ჩვენთან შესაძლებელია კაბების მორგება. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი საკუთარი სტილისა და უნიკალური სურვილების გათვალისწინებით.
გაქვთ თუ არა საქორწინო აქსესუარები?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ საქორწინო აქსესუარების ფართო არჩევანს, რომლებიც სრულყოფენ თქვენი საქორწილო დღის იერს.
გთავაზობთ თუ არა რაიმე სპეციალურ შეთავაზებებს?
დიახ, პერიოდულად ჩვენ ვატარებთ სპეციალურ აქციებს და გთავაზობთ ფასდაკლებებს. დამატებითი დეტალებისთვის მოგვმართეთ.
რა არის თქვენი პირობები საქორწილო კაბების ქირაობასთან დაკავშირებით?
საქორწილო კაბების ქირაობის ღირებულება იწყება 800 ლარიდან. სრული გადახდა ხდება დაბრუნების შემდეგ, 2 დღის განმავლობაში.
აუცილებელია თუ არა წინასწარ ჩაწერა?
გთხოვთ, წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი დრო, რათა წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.
კონსულტაცია უფასოა?
დიახ, კონსულტაცია უფასოა. კლიენტზბზე გამოყოფილი დრო 30 წუთიდან 1 საათამდე გახლავთ.
სად მდებარეობს თქვენი ატელიე და როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება?
თბილისი: ალექსანდრე გრიბოედოვის 15 | +995 511 13 11 22
ბათუმი: ლუკა ასათიანი 13 | +995 571 903 800
ელ.ფოსტა: galogrea.info@gmail.com
რა არის თქვენი სამუშაო საათები?
ჩვენი სამუშაო საათები გახლავთ სამშაბათიდან კვირამდე, 11:00-დან 19:00-მდე.
Size and packaging guidelines
| Size | Bust (cm) | Waist (cm) | Hips (cm) | EU Size |
| S | 81-86 | 58-64 | 86-91 | 32-34 |
| M | 86-94 | 64-71 | 91-99 | 36-38 |
| L | 94-102 | 71-79 | 99-104 | 40-42 |
| XL | 102-107 | 79-86 | 104-112 | 44-46 |
| 2XL | 107-114 | 86-94 | 112-120 | 42-44 |
| 3XL | 114-122 | 94-102 | 120-127 | 44-46 |
| 4XL | 122-130 | 102-110 | 127-135 | 46-48 |
| 5XL | 130-135 | 110-117 | 135-142 | 48-50 |
| 6XL | 135-143 | 117-125 | 142-150 | 50-52 |
კაბის შესახებ
Elise არის კაბა, რომელიც კლასიკურ რომანტიკას განასახიერებს – რბილი და დახვეწილი დეკოლტე, დეტალებით დატვირთული მკლავები და დრამატული ქვედაბოლო. მოშიშვლებული მხრები ელეგანტურად წარმოაჩენს სხეულის ამ ნაწილს, ხოლო მაქმანის გრძელი მკლავები მარადიულ ესთეტიკასა და ტექსტურას ქმნის.
პრინცესას მოცულობითი სილუეტი ოთახში შემოსვლისთანავე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მაქმანის ფაქტურა სიმსუბუქეს უნარჩუნებს კაბას, რათა ვიზუალურად არ დამძიმდეს. მსგავსი სტილების შესადარებლად, დაათვალიერეთ ჩვენი საქორწილო კაბები და იპოვეთ თქვენი იდეალური ვარიანტი.
ვინაიდან Elise-ს კორსეტსა და მკლავებზე უხვად აქვს დეტალები, სტილიზაცია უმჯობესია იყოს სადა: კლასიკური საყურეები, მარტივი ფატა და მინიმალისტური აქსესუარები. ჩვენი საქორწილო აქსესუარები დაგეხმარებათ ლუქის ჰარმონიულად დასრულებაში.
Elise განსაკუთრებით უხდება ტრადიციულ და გრანდიოზულ გარემოს – სანთლის შუქი, ფენა-ფენა გადანაწილებული ყვავილები და რბილი ფაქტურები კაბის რომანტიკულ ხასიათს უსვამს ხაზს. ერთიანი ატმოსფეროს შესაქმნელად, დაათვალიერეთ ჩვენი საქორწილო დეკორაციები.
თუ თარიღთან დაკავშირებით მოქნილობა გირჩევნიათ, განიხილეთ საქორწილო კაბის გაქირავება. ხოლო ზომის, მკლავის ფორმის ან ქვედაბოლოს მოცულობის პერსონალიზაციისთვის მიმართეთ ჩვენი ატელიეს ინდივიდუალური შეკერვის სერვისს.







