0.00

Raw Elegance: ტაფტის და სატინის გაშლილი საქორწინო კაბა გამჭვირვალე კორსეტით

პროდუქტის აღწერილობა

    • სილუეტი: ბალის კაბა
    • ქსოვილი: ტაფტა და ატლასი
    • კორსეტი: გამჭვირვალე, დახვეწილი ნაკერებით
    • ქვედაბოლო: ფართო და მოცულობითი
    • ზომის დიაპაზონი: 32-52 EU / 2-18 US
    • ზურგის დეტალი: V-ს ფორმის ზურგი
    • მკლავები: უმკლავებო

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენს საქორწინო კაბების ატელიეში ნახავთ ზომების ფართო არჩევანს.გარდა ამისა, შესაძლებელია კაბის ინდივიდუალური შეკერვა თქვენი დიზაინისა და სურვილების გათვალისწინებით.

დიახ, ჩვენ გთავაზობთ თქვენს სურვილსა და დიზაინზე მორგებულ კაბების შეკერვის სერვისს.  ამ პროცესს დაახლოებით 20 დღე სჭირდება. ამიტომ, გთხოვთ, დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი მოდელი ქორწილამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე და გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 20%.

დიახ, ჩვენთან შესაძლებელია კაბების მორგება. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი საკუთარი სტილისა და უნიკალური სურვილების გათვალისწინებით.

დიახ, ჩვენ გთავაზობთ  საქორწინო აქსესუარების ფართო არჩევანს, რომლებიც სრულყოფენ თქვენი საქორწილო დღის იერს.

დიახ, პერიოდულად ჩვენ ვატარებთ სპეციალურ აქციებს და გთავაზობთ ფასდაკლებებს. დამატებითი დეტალებისთვის მოგვმართეთ. 

საქორწილო კაბების ქირაობის ღირებულება იწყება 800 ლარიდან. სრული გადახდა ხდება დაბრუნების შემდეგ, 2 დღის განმავლობაში.

გთხოვთ, წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი დრო, რათა წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.

დიახ, კონსულტაცია უფასოა. კლიენტზბზე გამოყოფილი დრო 30 წუთიდან 1 საათამდე გახლავთ.

თბილისი: ალექსანდრე გრიბოედოვის 15 | +995 511 13 11 22

ბათუმი: ლუკა ასათიანი 13 | +995 571 903 800

ელ.ფოსტა: galogrea.info@gmail.com

ჩვენი სამუშაო საათები გახლავთ სამშაბათიდან კვირამდე, 11:00-დან 19:00-მდე.

Size and packaging guidelines

Size Bust (cm) Waist (cm) Hips (cm) EU Size
S 81-86 58-64 86-91 32-34
M 86-94 64-71 91-99 36-38
L 94-102 71-79 99-104 40-42
XL 102-107 79-86 104-112 44-46
2XL 107-114 86-94 112-120 42-44
3XL 114-122 94-102 120-127 44-46
4XL 122-130 102-110 127-135 46-48
5XL 130-135 110-117 135-142 48-50
6XL 135-143 117-125 142-150 50-52

საქორწინო კაბის შესახებ

საქორწილო კაბა “Raw Elegance” გალოგრეას ატელიეს უნიკალური ქმნილებაა, რომელიც განასახიერებს ფუფუნებას და დახვეწილობას. ეს კაბა იდეალურია თანამედროვე პატარძლისთვის, რომელსაც სურს თავისი ქორწილის დღე იყოს დაუვიწყარი და გამორჩეული.

კაბა შექმნილია ტაფტასა და ატლასის ქსოვილებისგან, რაც მას ანიჭებს უნიკალურ ტექსტურასა და ბრწყინვალებას. ბალის კაბის სილუეტი კი ქმნის დედოფლური დიდებულების შეგრძნებას. ფართო და მოცულობითი ქვედაბოლო ელეგანტურად იშლება მორგებული ტანიდან და გრძელი შლეიფი ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

გამჭვირვალე კორსეტი დახვეწილი ნაკერებით ანიჭებს საქორწინო კაბას თანამედროვე იერს და ხაზს უსვამს სხეულის ბუნებრივ მოსახვევებს. ბრეტელების გარეშე ყელი იდეალურად ერწყმის კორსეტს და ქმნის ბალანსს მიმზიდველობასა და მოკრძალებას შორის. კორსეტი უზრუნველყოფს როგორც საყრდენს, ასევე კომფორტს, რაც პატარძალს საშუალებას აძლევს თავი თავდაჯერებულად და მშვიდად იგრძნოს თავის დიდ დღეს. შესაძლებელია ამ კაბის როგორც შეძენა, ასევე ქირაობა

“Raw Elegance” იდეალურად ჯდება ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს ისტორიული სასახლე თუ ღია ცის ქვეშ გამართული ცერემონია. ეს კაბა თქვენს ქორწილის დღეს დაუვიწყარს გახდის!

Description
Additional information
BrandGalogrea
About brand
Shipping & Delivery