როგორ შევარჩიოთ საქორწილო დეკორაცია დაუვიწყარი დღისთვის

ქორწილის დაგეგმვისას ხშირად ისეთი დეტალები იჩენს თავს, რომელზეც მანამდე შესაძლოა, არც დაფიქრებულხართ. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საქორწილო დეკორაციებს ეხება, ვინაიდან ამ დროს პატარა ელემენტებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. გალოგრეას ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ თქვენი ქორწილისთვის დეკორაციების შერჩევასა და დაუვიწყარი ატმოსფეროს შექმნაში.
როგორ ქმნის საქორწილო დეკორაციები შესაბამის გარემოს
ქორწილის მთელი ატმოსფერო ემოციებით არის გაჯერებული. ესაა განსაკუთრებული დღე არა მხოლოდ წყვილისთვის, არამედ ქორწილის სტუმრებისთვისაც. რა ქმნის ამ ატმოსფეროს? პირველ რიგში, ეს შეკრების მიზეზია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მცირედი დეტალები, რომლებიც ამ დღეს უფრო ალამაზებენ. ამ დეტალებში, რა თქმა უნდა, დიდწილად საქორწილო დეკორაციები იგულისხმება, რომლებიც კაბისა და ადგილის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
სწორი ყვავილების შერჩევა ქორწილისთვის
ყვავილები ერთ-ერთია იმ დეტალებს შორის, რომლებზეც მაღლა ვისაუბრეთ. სწორი გაფორმების შესარჩევად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქორწილის თემა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ფერთა პალიტრა და სეზონი. მათი ერთობლიობით კი აარჩევთ ყვავილებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაამშვენებს თქვენს ქორწილს.
ინდივიდუალური დეტალები
პერსონალური დეტალების დამატება ქორწილს კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის. ასეთი დეტალი კი შეიძლება ყველაფერი იყოს რაც წყვილს უკავშირდება. იქნება ეს ლამაზ ჩარჩოებში ჩასმული ფოტოები, თუ რაიმე სხვა.
აუცილებელი დეკორაციის სია საქორწილოდ
ყვავილები, განათებები და ცერემონია
ქორწილზე რომანტიკული ატმოსფეროს შექმნა ბევრნაირად არის შესაძლებელი. მაგალითისთვის, სანთლების დამატება მაგიდებზე ან თქვენი და თქვენი მეუღლის სკამების მორთვა შეკრავს საერთო ვიზუალს და დღესაც უფრო დაუვიწყარს გახდის.
ამასთანავე, შეგიძლიათ, ყვავილები პატარძლის თაიგულის გარდა, მაგიდების დეკორაციადაც გამოიყენოთ. უკეთეს გარემოს შექმნის ასევე, გარკვეულ ადგილებში დამონტაჟებული განათებები და მაგიდის სხვა დეკორაციები. ყველა ელემენტი ერთად კი თქვენს საქორწილო მაგიდებს კარგი განწყობისა და სახალისო ისტორიების გასაზიარებელ იდეალურ ადგილად აქცევს.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ ქორწილი ყვავილებით ზედმეტად გადატვირთოთ, შეგიძლიათ, საქორწილო დეკორაციები დააბალანსოთ დამატებითი ტექსტურებით, განათებებით ან სხვა სახის მცენარეებით.
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო საქორწილო დეკორი
ადგილები, სადაც შეგიძლიათ განახორციელოთ საქორწილო დეკორაციის იდეები:
- ხელის მოწერის ცერემონიის სივრცე
- სპეციალური კოქტეილების კუთხე
- ფოტო ჯიხური
- საჩუქრების მაგიდა
- ტორტის მაგიდა
ამ ადგილებში ყვავილების, დამატებითი ნაჭრის ან განათების დამატებით თქვენს ქორწილს ერთ თემატიკას მოარგებთ. დეკორაციების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ფერებისა და ტექსტურისთვის ყურადღების მიქცევაც. ერთობლიობაში კი იქმნება ატმოსფერო, რომელიც თქვენ და თქვენს სტუმრებს ძალიან დიდხანს გაგყვებათ თან.
როდის დავიწყოთ დაგეგმვა
ქორწილის თარიღის დანიშვნისთანავე სამზადისის დაწყება საუკეთესო არჩევანია. ამგვარად თავიდან აიცილებთ გართულებებს, რომლებიც დროში შეზღუდულობას უკავშირდება. გამოცდილების გასამარტივებლად ასევე შეგიძლიათ გალოგრეას საიტზე საქორწილო დეკორაციები დაათვალიეროთ და ყველა საჭირო ელემენტი ჩვენი კატალოგიდან აარჩიოთ.
გალოგრეას მთავარი მიზანი პატარძლების დახმარება და დაუვიწყარი გამოცდილების შეთავაზებაა, ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ მათთან ერთად მუშაობის შედეგებიც იხილოთ.
თუ უკვე გადაწყვიტეთ რა დეკორაციებით გააფორმებთ თქვენს ქორწილს, დაგვიკავშირდით და თქვენთან ერთად გავივლით დეტალებს.
როგორ შევარჩიოთ ყვავილები ჩვენი ქორწილისთვის
სეზონის შესაბამისი ვარიანტის პოვნა
თუ ქორწილის ბუნებრივი ყვავილებით მორთვა გაქვთ გადაწყვეტილი, აარჩიეთ ისეთი ყვავილები, რომლებიც იმ დროს ხარობს, როცა თქვენი ქორწილია დაგეგმილი. ვინაიდან ამ დროს შეკრავთ საუკეთესო ხარისხის ბუნებრივ თაიგულებს. გაზაფხულისთვის გირჩევთ იორდასალამს, ტიტას ან ალუბლის ყვავილს. ზაფხულის ცხელ ამინდში ყველაზე გემოვნებიანი გადაწყვეტილება ვარდები, მზესუმზირები ან გეორგინებია. შემოდგომის თბილ ტონებს ქრიზანთემები ან ხავერდა მოუხდება. ზამთრის ცივ ფერებს კი ამარილისი, “შობის ვარსკვლავი” ან მარადმწვანე მცენარეები დაამშვენებს.
კარგი იქნება თუ “ფერთა ბორბალს” გამოიყენებთ და ერთმანეთს ისეთ ტონებს შეუხამებთ, რომლებიც ბორბალზე ერთმანეთის საპირისპიროდ არიან განლაგებულნი.
მუშაობა პროფესიონალებთან ერთად
პროფესიონალი დეკორატორის დაქირავება ან მასთან კონსულტაციის გავლა შესაძლოა, ყველაზე სწორი არჩევანი იყოს, რომელსაც დაგეგმვის პროცესში გააკეთებთ. მათი გამოცდილება და ხედვა შესაძლებელს ხდის, ერთი შეხედვით რთული საკითხიც კი მარტივად გადაიჭრას. დეკორატორს ასევე შეუძლია დეკორაციების ფართო პალიტრა შემოგთავაზოთ და ისეთი გაფორმებები, რომლებზეც აქამდე არც კი გიფიქრიათ. ამასთანავე, პროფესიონალთან მუშაობის შედეგად ნაკლებია სტრესი და ლოჯისტიკურ ნაწილზე ფიქრიც.
საბოლოო შტრიხები დაუვიწყარი ატმოსფეროს შესაქმნელად
ქორწილის გაფორმებისას საყურადღებოა განათებები და მათი სწორად გამოყენების გზები. თუ გსურთ, რომ საქორწილო ცერემონიის ადგილს და მის არქიტექტურას გაუსვათ ხაზი, შეგიძლიათ, განათებები იატაკზე დაამაგროთ და გამოკვეთოთ სტრუქტურული დეტალები. მაგრამ თუ უფრო რომანტიკული გარემოს შექმნას აპირებთ, შეგიძლიათ, სანთლები ან რბილი განათებები დაამატოთ.
გთავაზობთ, ასევე, რამდენიმე იდეას, რომელთა გამოყენებაც თქვენს ქორწილშიც შეგიძლიათ:
- დაამატეთ ფოტოების კედელი, სადაც სტუმრებსაც შეეძლებათ ფოტოების დამატება
- საცეკვაო მოედნის თავზე მოათავსეთ თქვენი დიზაინით შექმნილი ინსტალაცია
- დააინტეგრირეთ თაიგულები და გამწვანებები, რომლებიც კონკრეტული თემის გარშემო იქნება შექმნილი
ხშირად დასმული კითხვები საქორწილო დეკორაციებზე
რა ყვავილები უნდა გამოვიყენო ჩემი ქორწილისთვის?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის ფერთა პალიტრა, რომლის გამოყენებასაც თქვენს ქორწილზე გეგმავთ. აქ იგულისხმება ადგილის, საქორწილო კაბის და სხვა დეკორაციების ძირითადი ფერები. მეორეს მხრივ, ყვავილების არჩევამდე ყურადღება უნდა მიაქციოთ სეზონსაც, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამა თუ იმ ყვავილის გამოყენების შესაძლებლობას.
როგორ გავანაწილო საქორწილო ბიუჯეტი?
სასურველია, რომ საერთო საქორწილო ბიუჯეტის 10% ან 15% პროცენტი დეკორაციებს დაუთმოთ. ასე შეძლებთ დეკორაციების შერჩევის პროცესის გამარტივებას.
რატომ უნდა დავიქირაო პროფესიონალი საქორწილო დეკორაციების ასარჩევად?
ხელნაკეთი ან საკუთარი ძალისხმევით ნაპოვნი საქორწილო დეკორაციები ცერემონიას უფრო ემოციურს ხდის, თუმცა მათი დამზადება და პოვნა დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. პროფესიონალთან კონსულტაციას კი შეუძლია ბიუჯეტის სწორ განსაზღვრაში, სტრესის შემცირებასა და ოცნების რეალობად ქცევაში დაგეხმაროთ.
გახსოვდეთ, რომ ქორწილი საბოლოო ჯამში მაინც თქვენი ხედვისა და ოცნების გაერთიანებაა. კარგი დაგეგმვითა და დეტალებზე ყურადღების გამახვილებით კი შეძლებთ, ჯადოსნური ატმოსფეროსა და ისეთი მოგონებების შექმნას, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე დაგამახსოვრდებათ.
გალოგრეა კი მზად არის ამ თავგადასავალში ბოლომდე გამოგყვეთ. ჩვენთან ნახავთ ყველაფერს საქორწილო კაბებისა შეკერვისა თუ გაქირავების სერვისისა და აქსესუარების ჩათვლით. არჩევასა და სამზადისში კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.



