Blog, Uncategorized @ka

როგორ შევარჩიოთ იდეალური საქორწილო კაბა ტანის ფორმის მიხედვით

rogor shevarchiot idealuri saqorwino kaba tanze morgebuli galogrea

საქორწილო სამზადისში ყველა დეტალი ერთმანეთზე მნიშვნელოვანია, იქნება ეს შესაფერისი საქორწილო ადგილის დაჯავშნა, მეჯვარეების არჩევა თუ სტუმრების სიის შედგენა. თუმცა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეალური საქორწილო კაბის პოვნაა. კაბა, რომელიც ფოტოში მოგვწონს, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს ის ერთადერთი და ამას თავისი მიზეზი აქვს. 

სწორედ ამიტომ, მომავალი პატარძლებისთვის ახალი გზამკვლევი შევიმუშავეთ, რომელიც მარტივად გაგაცნობთ სხეულის ფორმებს, მის ტიპებს და იდეალური საქორწილო კაბის შერჩევაშიც დაგეხმარებათ.

როგორ გავიგო, რა არის ჩემი ტანის ფორმა?

ტანის ფორმის გამორკვევა ძალიან მარტივია. ამისთვის მხოლოდ საზომი ლენტი, ფურცელი და კალამი დაგჭირდებათ. პირველ რიგში, გაზომეთ მხრების, გულმკერდის, წელისა და თეძოების გარშემოწერილობა. დაწერეთ ეს ყველაფერი ფურცელზე და კარგად დააკვირდით პროპორციულობას. ამის შემდეგ შეგიძლიათ, ტანის ფორმის 5 ტიპიდან ერთ-ერთს თქვენი სხეულიც შეუსაბამოთ.

ტანის ფორმები – 5 სხვადასხვა ტიპი

  1. ქვიშის საათი – დაბალანსებული მკერდი და თეძოები, გამოკვეთილი წელით
  2. მსხალი – თეძოებთან შედარებით უფრო ვიწრო მხრები და გამოკვეთილი წელი
  3. მართკუთხედი – თანაბარი სიგანის მხრები, წელი და თეძოები.
  4. ვაშლი – ფართო მხრები და მკერდი, ნაკლებად გამოკვეთილი წელით
  5. ათლეტური – თეძოებზე ოდნავ განიერი მხრები, სხეულზე გამოკვეთილი კუნთებით

 

როგორ დამეხმარება სხეულის ფორმის ცოდნა საქორწინო კაბის არჩევაში?

ერთია, მოგვწონდეს საქორწინო კაბა, რომელსაც მოდელის სხეულზე ვხედავთ და მეორეა, ვგრძნობდეთ თავს თავდაჯერებულად ამავე კაბაში გამოწყობილები. საკუთარი სხეულის ფორმის ცოდნა დაგვეხმარება იმის გარკვევაში, არის თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული კაბა სწორედ ის, რომელიც ჩვენი სხეულის სილუეტს დაამშვენებს.

სილამაზე და თავდაჯერებულობა

სწორად შერჩეული საპატარძლო კაბა თავს ლამაზად გვაგრძნობინებს და ასევე, გვმატებს თავდაჯერებულობასაც. სხეულის ფორმის ცოდნის გარდა, კარგი იქნება, გავითვალისწინოთ მინიმალური დეტალებიც, რომლებიც იმ ერთადერთ კაბას გვაპოვნინებს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კაბის შერჩევისას?

  • სწორად აარჩიეთ კაბის ზედა ნაწილი (მაგ. V-ფორმის დეკოლტე უფრო განიერი მხრების მქონე პატარძლებს უხდება)
  • შეარჩიეთ ისეთი კაბა, რომელიც თქვენს წელს უფრო გამოკვეთს (მაგ. empire წელი ვაშლის ფორმის სხეულებისთვის)
  • იპოვეთ ნაჭერი, რომელიც თქვენს ფიგურას ყველაზე მეტად მოუხდება (მაგ. აბრეშუმი მეტი ექსკლუზიურობისთვის)

კვლევისა და იდეალური დღის დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაა. 

 

საქორწინო კაბების სილუეტი

სხეულის ფორმის ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საპატარძლო კაბების ძირითადი ტიპები და ამ ორის კავშირი ერთმანეთთან.

არსებობს საქორწინო კაბების ოთხი მნიშვნელოვანი სილუეტი: უნივერსალური A-სილუეტი, ქალთევზას ფორმის, სადედოფლო და ფატინის.

უნივერსალური A-სილუეტის კაბები

A-სილუეტის საპატარძლო კაბები გამოირჩევა თავიანთი “მოქნილობით”. მათი მჭიდრო ტორსო და გაშლილი კიდეები ქმნის ბალანსს, რის გამოც მიიჩნევა, რომ A-სილუეტის კაბების მოხდენა ნებისმიერ პატარძალს სრულფასოვნად შეუძლია.

იპოვე შენზე მორგებული A-სილუეტის საქორწინო კაბები გალოგრეაში:

The princess cut

The princess cut V-Neck

ქართული ტრადიციული საქორწინო კაბა მჭიდრო კორსეტითა და ელეგანტური მაქმანებიანი დიზაინით. საუკეთესო არჩევანი პატარძლებისათვის, რომელთაც გული V-ფორმის დეკოლტეს მქონე კაბებისაკენ მიუწევთ.

 

Regal simplicity

Regal Simplicity

ელეგანტური მაქმანიანი საქორწინო კაბა, ყვავილებიანი დეტალებითა და მაკორექტირებელი თასმებით.

 

Fairy tale

Fairy Tale

ზღაპრული, თვლებით გაწყობილი კორსეტიანი საქორწინო კაბა, ხელნაკეთი კრისტალებითა და დახვეწილი მაქმანებით მორთული.

ქალთევზას ფორმის  საქორწინო კაბა – საუკეთესო არჩევანი “ქვიშის საათის” სხეულის ფორმის მქონე პატარძლებისთვის

ქალთევზას ფორმის საქორწინო კაბა საუკეთესოდ ერგება “ქვიშის საათის” ფიგურის მქონე გოგონებს. მოცემული სილუეტი მჭიდროდ ეკვრის სხეულს გულმკერდიდან მუხლებამდე, შემდეგ კი მკვეთრად იშლება.

დაათვალიერეთ ქალთევზას ფორმის კაბები გალოგრეაში:

Mermaid whisper

Mermaid Whisper

ქალთევზა სტილის ქართული საქორწინო კაბა ღია ზურგითა და ოთხკუთხედი დეკოლტეთი.

 

Grecian goddess

Grecian Goddess

არაორდინალური, სატინისა და ტაფტისაგან შეკერილი კაბა მჭიდროდ მომდგარი კორსეტითა და სწორი ქვედატანით.

 

Femme fatale

Femme Fatale

ღრმად ჩახსნილი ზურგი, თვალისმომჭრელი, მბზინავი ქსოვილი – ეს კაბა სწორედ რომ “საბედისწერო ქალებისთვისაა” შექმნილი და მისი ბრწყინვალება არც სტუმრების ყურადღების მიღმა დარჩება.

სადედოფლო კაბები “მსხლისებრი” ფორმის სხეულებისთვის

“მსხლისებრი” ფორმის სხეულისთვის საუკეთესო გამოსავალი სადედოფლო კაბის ჩაცმაა. მსგავსი ტიპის კაბა აბალანსებს სხეულის პროპორციებს და მეტად კვეთს ტორსოს.

გალოგრეას სადედოფლო კაბები

The royal affair

The Royal Affair

წულის ქსოვილის გაშლილი სადედოფლო კაბა გრძელი შლეიფითა და მჭიდროდ მომდგარი მაქმანით.

 

Celestial star

Celestial Star

მჭიდროდ მომდგარი, წულიანი სადედოფლო კაბა ვარსკვლავებივით მანათობელი მძივებით გაწყობილი ზედატანით.

ფატინის საქორწინო კაბები

ფატინის საქორწინო კაბები ყველაზე მეტად “მართკუთხედის” ფორმის სხეულის ან ათლეტური აღნაგობის მქონე პატარძლებს დაამშვენებთ. მსგავსი ტიპის კაბები გამოირჩევა დამყოლობით და სხეულის სილუეტს უცვლელად ასახავს. ფატინის მინიმალისტური საქორწინო კაბა საშუალებას მოგცემთ, კლასიკური და თანამედროვე დეტალები ერთმანეთთან კარგად დააბალანსოთ.  

გალოგრეას კაბები:

The majestic minimalist

The Majestic Minimalist

ეს ტულეს კაბა საკუთარ ქორწილში თავს დედოფლად გაგრძნობინებთ.

 

Bold bride unbound

Bold Bride Unbound

ჰოლივუდური ნოსტალგიით გაჟღენთილი, 3D ყვავილებითა და შიფონით გაფორმებული, ტანზე მიმჯდარი საქორწინო კაბა.

 

რჩევები, რომლებიც საქორწილო კაბის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ

სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებთ, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ყველა კაბა რაღაც გარკვეული მახასიათებლის ხაზგასასმელად არის კარგი. ამის მაგალითებს ქვემოთ მოგიყვანთ.

აბრეშუმის კაბები ქმნის უკეთეს სილუეტს

თუ გსურთ, რომ თქვენი საქორწილო “ლუქი” დახვეწილი და მოხდენილი იყოს, მაშინ აბრეშუმის კაბა იდეალური გამოსავალია. ეს ქსოვილი თქვენს სილუეტს უფრო გამოკვეთს და კლასიკურ შტრიხებსაც შესძენს. აბრეშუმით შეკერილი ტანზე მიმჯდარი საქორწინო კაბები ასევე კარგი იდეაა წელის გამოსაკვეთადაც. აბრეშუმზე არჩევანის გაკეთების შემდეგ, კარგი გადაწყვეტილებაა ასევე ორგანზას ფენების დამატება და კორსეტისთვის გულისებრი დეკოლტეს დიზაინი. 

ტანზე მორგებული კაბა გამოკვეთს ფიგურას

სპორტული აღნაგობის პატარძლებისთვის განსაკუთრებით კარგი არჩევანია კარგად სტრუქტურირებული კაბა, რომელიც სხეულის ფორმებს უფრო მეტად გამოკვეთს. ასეთ კაბებს უმეტესად მყარი კორსეტი აქვთ, რომლებიც ვიწრო წელის ილუზიას ქმნიან და თან თეძოებსაც გამოკვეთენ. 

ღრმა დეკოლტე და ქართული სტილის კაბები ქმნიან ბალანსს

V ფორმაზე ამოჭრილი დეკოლტე უფრო მეტად განიერ მხრებს უხდება, ვინაიდან ეს სტილი ტორსოს უფრო გრძელს აჩენს და მხრებსა და ტანს შორის ბალანსს ქმნის. რაც შეეხება ტრადიციულ ქართულ კაბებს, მათი მორგება შეუძლია ნებისმიერ პატარძალს, რომელსაც ქორწილისთვის უფრო ვინტაჟური სტილი აქვს შერჩეული.

 

შექმენი საქორწინო კაბა შენი გემოვნებით 

რა დადებითი მხარეები აქვს მკერავთან ვიზიტს

საქორწილო სამზადისი მხოლოდ კაბის არჩევით არ მთავრდება. წარმოიდგინეთ, თქვენ უკვე იცით თქვენი სხეულის ზუსტი ფორმა, კაბა, რომელიც არჩეული გაქვთ ამ ფორმას კარგად ერგება, თუმცა რაღაც მაინც დაუსრულებელია. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი გამოცდილ მკერავთან მისვლაა. მათ ზუსტად იციან, რა არის შესაცვლელი ან არის თუ არა რამე დასამატებელი. ატელიეში კაბას მოგარგებენ ისე, რომ ის თქვენი იყოს და გამოკვეთოს ყველა სილამაზე, რომლის ხაზგასმაც გსურთ. ამ პროცესის უკეთ გასაცნობად შეგიძლიათ, ჩვენი პატარძლების გამოცდილებასაც გაეცნოთ და თვალი ადევნოთ კაბის შექმნის უნიკალურ ისტორიებს.

პერსონალური გამოცდილება გალოგრეაში

ამ ბლოგის საშუალებით, იმედი გვაქვს, დაგეხმარეთ თქვენი ტანის ფორმის გამორკვევაში და მისთვის საუკეთესო კაბის არჩევაში, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. 

გალოგრეას შეუძლია, არა მხოლოდ აგარჩევინოთ, არამედ დაგეხმაროთ საუკეთესო საპატარძლო კაბის შექმნაში ან ქირაობაში. ჩვენი გამოცდილი მკერავები მზად არიან ყველა დეტალი თქვენთან ერთად გაიარონ, კაბა თქვენს სხეულს იდეალურად მოარგონ და შეგარჩევინონ კაბისთვის საჭირო ყველა აქსესუარი.  

თუ კაბა უკვე არჩეული გაქვს, დაგვიკავშირდი და მზად ვართ, შენთან ერთად შევქმნათ უნიკალური საქორწინო კაბა ინდივიდუალური დიზაინით.

 

ufaso konsultacia sakortsino kabebze

 

 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ გავიგო ჩემი სხეულის ტიპი?

აიღეთ საზომი ლენტი და გაიზომეთ მკერდი, წელი და თეძოები. შემდეგ შეადარეთ ეს პროპორციები და შეუსაბამეთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს: ქვიშის საათი, მსხალი, ვაშლი, ოთხკუთხედი თუ ათლეტური.

როგორი კაბა მომიხდება ქვიშის საათისებრ სხეულზე?

ქალთევზას კაბები ის არჩევანია, რომელიც ქვიშის საათის სხეულზე საუკეთესოდ გამოიყურება.

აღმოჩნდა, რომ მსხლისებური სხეული მაქვს. რომელი საქორწილო კაბა ავირჩიო?

A-სილუეტის და ბურთისებრი საქორწინო კაბა შეიძლება, თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი იყოს.

როგორი დეკოლტე უხდება სავსე მკერდს?

V ტიპის დეკოლტე თქვენი საიდუმლო იარაღია – ისინი ქმნიან უფრო გრძელი ტორსოს ილუზიას და აბალანსებენ განიერ მხრებს.

მაქვს მართკუთხედის ფორმის სხეული. როგორ დავაბალანსო ფორმები კაბით?

შეარჩიეთ კაბა ისეთი დამატებითი დეტალებით, რომლებიც თქვენი სხეულის ფორმას გაუსვამენ ხაზს.

რომელი კაბებია საუკეთესო ათლეტური ტიპის სხეულისთვის?

A-სილუეტის ტიპის კაბა სტრუქტურირებული კორსეტით საუკეთესო არჩევანია ათლეტური ტიპის სხეულისთვის. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოიძიოთ სადა საქორწინო კაბები, რომლებიც ლამაზად მოერგება თქვენს სხეულს.

რა ქსოვილია საუკეთესო სხეულის ფორმების გამოსაკვეთად?

თქვენი სილუეტის ხაზგასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ აბრეშუმი, ატლასი ან კრეპი.

შესაძლებელია საქორწილო კაბაში  უფრო გამხდარი მკლავები მიჩანდეს?

დიახ! სამი-მეოთხედი სიგრძის მკლავების მქონე კაბები თქვენს სხეულს ულამაზესად წარმოაჩენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *