0.00

Mermaid Whisper: ქალთევზა სტილის ქართული საქორწინო კაბა ტანზე მიმჯდარი სილუეტით

პროდუქტის აღწერილობა

    • სილუეტი: ქალთევზა
    • ქსოვილი: კრეპი
    • კორსეტი: მორგებული, კვადრატული დეკოლტეთი
    • ქვედაბოლო: გაშლილი ქალთევზა მოკლე შლეიფით
    • ზომის დიაპაზონი: 32-52 EU / 2-18 US
    • ზურგის დეტალი: ღია ზურგი ამოჭრილი დეტალებით
    • მკლავები: უმკლავო

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენს საქორწინო კაბების ატელიეში ნახავთ ზომების ფართო არჩევანს.გარდა ამისა, შესაძლებელია კაბის ინდივიდუალური შეკერვა თქვენი დიზაინისა და სურვილების გათვალისწინებით.

დიახ, ჩვენ გთავაზობთ თქვენს სურვილსა და დიზაინზე მორგებულ კაბების შეკერვის სერვისს.  ამ პროცესს დაახლოებით 20 დღე სჭირდება. ამიტომ, გთხოვთ, დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი მოდელი ქორწილამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე და გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 20%.

დიახ, ჩვენთან შესაძლებელია კაბების მორგება. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი საკუთარი სტილისა და უნიკალური სურვილების გათვალისწინებით.

დიახ, ჩვენ გთავაზობთ  საქორწინო აქსესუარების ფართო არჩევანს, რომლებიც სრულყოფენ თქვენი საქორწილო დღის იერს.

დიახ, პერიოდულად ჩვენ ვატარებთ სპეციალურ აქციებს და გთავაზობთ ფასდაკლებებს. დამატებითი დეტალებისთვის მოგვმართეთ. 

საქორწილო კაბების ქირაობის ღირებულება იწყება 800 ლარიდან. სრული გადახდა ხდება დაბრუნების შემდეგ, 2 დღის განმავლობაში.

გთხოვთ, წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი დრო, რათა წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.

დიახ, კონსულტაცია უფასოა. კლიენტზბზე გამოყოფილი დრო 30 წუთიდან 1 საათამდე გახლავთ.

თბილისი: ალექსანდრე გრიბოედოვის 15 | +995 511 13 11 22

ბათუმი: ლუკა ასათიანი 13 | +995 571 903 800

ელ.ფოსტა: galogrea.info@gmail.com

ჩვენი სამუშაო საათები გახლავთ სამშაბათიდან კვირამდე, 11:00-დან 19:00-მდე.

Size and packaging guidelines

Size Bust (cm) Waist (cm) Hips (cm) EU Size
S 81-86 58-64 86-91 32-34
M 86-94 64-71 91-99 36-38
L 94-102 71-79 99-104 40-42
XL 102-107 79-86 104-112 44-46
2XL 107-114 86-94 112-120 42-44
3XL 114-122 94-102 120-127 44-46
4XL 122-130 102-110 127-135 46-48
5XL 130-135 110-117 135-142 48-50
6XL 135-143 117-125 142-150 50-52

საქორწინო კაბის შესახებ

საქორწილო კაბა “Mermaid Whisper” – ეს არის დახვეწილი ქალურობისა და თანამედროვე სტილის განსახიერება. მისი მომხიბვლელი ქალთევზას სილუეტი და კრეპის ნაზი ტექსტურა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, რათა შექმნას უნაკლოდ მორგებული და ელეგანტური იერი. კვადრატული დეკოლტე და ღია ზურგი ამოჭრილი დეტალებით კი მატებს კაბას თანამედროვე და სექსუალურ აქცენტს.

კაბის მოკლე შლეიფი ქმნის დრამატულ ეფექტს, ხოლო უმკლავო დიზაინი უზრუნველყოფს მოძრაობის თავისუფლებას. “Mermaid Whisper” იდეალური არჩევანია თანამედროვე პატარძლისთვის, რომელსაც სურს თავისი განსაკუთრებული დღე იყოს ელეგანტური და დაუვიწყარი. ეს კაბა შესანიშნავად ერწყმის ნებისმიერ საქორწილო თემატიკას და გარემოს – იქნება ეს დიდებული ცერემონია სასახლეში თუ მყუდრო ზეიმი ბაღში.

თუ ეძებთ საქორწილო კაბას განსაკუთრებული შტრიხით, “Mermaid Whisper” იდეალური ვარიანტია. მისი სუფთა ხაზების, ძვირფასი მასალისა და ინოვაციური დიზაინის შერწყმა მას გამოარჩევს ნებისმიერ კოლექციაში.

გაინტერესებთ ჩვენი სხვა შეთავაზებები? ეწვიეთ ჩვენს გალერეას და გაეცანით სხვა ულამაზეს საქორწილო საპატარძლო კაბებს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი საქორწილო აქსესუარები და დაგეგმეთ თქვენი ოცნების ქორწილი ჩვენი საქორწილო დეკორაციების დახმარებით, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ გალოგრეა ასევე გთავაზობთ საქორწილო კაბების შეკერვის და გაქირავების სერვის.

Description
Additional information
BrandGalogrea
About brand
Shipping & Delivery