0.00

Vintage Reimagined: ვინტაჟური გრძელმკლავებიანი საქორწინო კაბა

პროდუქტის აღწერილობა

  • სილუეტი: A-სილუეტი
  • ქსოვილი: მაქმანი, წულის დეტალებით და ნაქარგებით
  • კორსეტი: ნახევრად გამჭვირვალე, მაქმანებიანი დეტალებით
  • ქვედაბოლო: A-სილუეტი, მსუბუქი გაშლით, გამჭვირვალე მაქმანის ჩანართებითა და წულის აქცენტებით
  • ზომის დიაპაზონი: 32-52 EU / 2-18 US
  • ზურგის დეტალი: გამჭვირვალე ზურგი მაქმანებიანი მორთულობით

ხშირად დასმული შეკითხვები

ჩვენს საქორწინო კაბების ატელიეში ნახავთ ზომების ფართო არჩევანს.გარდა ამისა, შესაძლებელია კაბის ინდივიდუალური შეკერვა თქვენი დიზაინისა და სურვილების გათვალისწინებით.

დიახ, ჩვენ გთავაზობთ თქვენს სურვილსა და დიზაინზე მორგებულ კაბების შეკერვის სერვისს.  ამ პროცესს დაახლოებით 20 დღე სჭირდება. ამიტომ, გთხოვთ, დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი მოდელი ქორწილამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე და გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულების 20%.

დიახ, ჩვენთან შესაძლებელია კაბების მორგება. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი საკუთარი სტილისა და უნიკალური სურვილების გათვალისწინებით.

დიახ, ჩვენ გთავაზობთ  საქორწინო აქსესუარების ფართო არჩევანს, რომლებიც სრულყოფენ თქვენი საქორწილო დღის იერს.

დიახ, პერიოდულად ჩვენ ვატარებთ სპეციალურ აქციებს და გთავაზობთ ფასდაკლებებს. დამატებითი დეტალებისთვის მოგვმართეთ. 

საქორწილო კაბების ქირაობის ღირებულება იწყება 800 ლარიდან. სრული გადახდა ხდება დაბრუნების შემდეგ, 2 დღის განმავლობაში.

გთხოვთ, წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი დრო, რათა წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.

დიახ, კონსულტაცია უფასოა. კლიენტზბზე გამოყოფილი დრო 30 წუთიდან 1 საათამდე გახლავთ.

თბილისი: ალექსანდრე გრიბოედოვის 15 | +995 511 13 11 22

ბათუმი: ლუკა ასათიანი 13 | +995 571 903 800

ელ.ფოსტა: galogrea.info@gmail.com

ჩვენი სამუშაო საათები გახლავთ სამშაბათიდან კვირამდე, 11:00-დან 19:00-მდე.

Size and packaging guidelines

Size Bust (cm) Waist (cm) Hips (cm) EU Size
S 81-86 58-64 86-91 32-34
M 86-94 64-71 91-99 36-38
L 94-102 71-79 99-104 40-42
XL 102-107 79-86 104-112 44-46
2XL 107-114 86-94 112-120 42-44
3XL 114-122 94-102 120-127 44-46
4XL 122-130 102-110 127-135 46-48
5XL 130-135 110-117 135-142 48-50
6XL 135-143 117-125 142-150 50-52

საქორწინო კაბის შესახებ

საქორწილო კაბა “Vintage Reimagined” არის ჩვენი ატელიეს უნიკალური ნამუშევარი, რომელიც აერთიანებს ვინტაჟური ხიბლს და თანამედროვე ელეგანტურობას. ეს კაბა შექმნილია იმ განსაკუთრებული პატარძლებისთვის, რომლებიც ეძებენ უნიკალურ და დახვეწილ სტილს, რომელიც დროს უძლებს.

მაქმანებიანი დეტალებითა და კლასიკური A-სილუეტით, ეს გრძელმკლავიანი ვინტაჟური საქორწილო კაბა მარადიულ შარმს ასხივებს. გამჭვირვალე მაქმანის აქცენტები კაბას ანიჭებს ნაზ და ჰაეროვან იერს, ხოლო გრძელი მკლავები – დახვეწილობასა და ტრადიციულობას. ყველა დეტალი, მაქმანებიანი მკლავებიდან დაწყებული, იატაკამდე ჩამოშვებული ქვედაბოლოთი დამთავრებული, ზედმიწევნით არის დამუშავებული, რათა თქვენ თავს თავდაჯერებულად და ლამაზად გრძნობდეთ.

“Vintage Reimagined” იდეალურია როგორც დიდი, საზეიმო ცერემონიისთვის, ასევე პატარა და მყუდრო ქორწილისთვის ბაღში. ეს არ არის უბრალოდ კაბა, არამედ ხელოვნების ნიმუში, რომელიც ასახავს თქვენს გემოვნებასა და უნიკალურ სტილს.

გსურთ თქვენი ქორწილი იყოს დაუვიწყარი? ჩვენ დაგეხმარებით! გალოგრეა გთავაზობთ არა მხოლოდ ულამაზეს საქორწილო და საპატარძლო კაბებს, არამედ სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს ინდივიდუალურ შეკვეთებს, აქსესუარების ფართო არჩევანს და საქორწილო დეკორაციებს.

თუ ჯერ არ ხართ მზად კაბის შესაძენად, ჩვენ გთავაზობთ კაბების გაქირავების მომსახურებასაც.

Description
Additional information
BrandGalogrea
About brand
Shipping & Delivery