როგორ შევარჩიოთ საქორწინო აქსესუარები სწორად

თქვენი ქორწილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა თქვენს ცხოვრებაში. მართალია, ქორწილის მთავარი ელემენტი საქორწილო კაბაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ სწორი საქორწილო დეკორაცია ან საქორწილო სამკაულები. გალოგრეას ბლოგში ვეცდებით, საქორწინო აქსესუარების პოვნასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ და დაგეხმაროთ მნიშვნელოვანი დღისთვის ლუქის შერჩევაში.
როგორ შევუხამოთ საქორწინო აქსესუარები სადედოფლო კაბას
აქსესუარების შერჩევა კაბის სილუეტისა და სტილის მიხედვით
სანამ აქსესუარების შერჩევას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია, ჯერ საქორწილო კაბების განსხვავებულ სილუეტებზე მიიღოთ ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, საქორწილო სამკაულები სწორად შეუსაბამოთ სასურველი კაბის სილუეტსა და სტილს.
საპატარძლო კაბების ხუთი ძირითადი სილუეტი არსებობს:
- A-სილუეტის კაბა: მისთვის იდეალურია საქორწილო ტიარა და თავსამკაული.
- ქალთევზას სტილი: საუკეთესოდ ეხამება დიდი ზომის საქორწილო საყურეები და სადა სამაჯური
- გაშლილი სადედოფლო კაბები: შეგვიძლია შევუსაბამოთ უფრო დრამატული აქსესუარები და გრძელი ფატა
- ფატინა: გირჩევთ, ამ სტილის კაბებთან მინიმალისტური აქსესუარები გამოიყენოთ
- ბოჰემური სილუეტი: ამ სტილს იდეალურად ერგება ყვავილოვანი საქორწილო ტიარა და ფოთლების ფორმის საქორწინო აქსესუარები
საქორწინო კაბის ნაჭრის აქსესუარებთან და თავსამკაულებთან შეხამება
აქსესუარების არჩევისას ასევე მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ თქვენი საქორწილო კაბის ნაჭერიც. კაბის შეკერვის ან ქირაობის დროს, სასურველია იცოდეთ, მაქმანებიანი საქორწილო კაბები იდეალურად გამოიყურება ვინტაჟურ სამკაულებთან, ატლასის კაბა კი შესანიშნავად ერგება უფრო თანამედროვე სტილის აქსესუარებს.
გირჩევთ, ასევე გაითვალისწინოთ შემდეგი შესაბამისობები:
- მძივებიანი კაბები: უპირატესობა მარტივ, ელეგანტურ აქსესუარებს მიანიჭეთ, რათა არ გადატვირთოთ თქვენი ლუქი.
- აბრეშუმი: მარგალიტის აქსესუარები ხაზს უსვამენ სამოსის კლასიკურობას.
- წულე: ბრჭყვიალა აქსესუარები აძლიერებენ ზღაპრულ ეფექტს.
- შიფონი: შეუხამეთ სადა, ჰაეროვან სამკაულებს (მაგალითად, კრისტალებიანი თმის სამაგრი)
- ორგანზა: იდეალურია რომანტიკულ, ნაზ აქსესუარებთან (მარგალიტის ყელსაბამი ან ყვავილებიანი თმის სამაგრი)
როგორ შევუსაბამოთ საქორწილო ფეხსაცმელები აქსესუარებს
როგორ შევარჩიოთ საქორწინო ფეხსაცმელი, რომელსაც ერგება ფატა და თავსამკაული.
არ დაგავიწყდეთ, რომ კაბის გარდა საქორწინო ფეხსაცმელებთანაც გიწევთ აქსესუარების შეხამება. იდეალური ფეხსაცმელების პოვნაში წვრილმან დეტალებზე ყურადღების გამახვილება დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ არჩევანი მოკლე ფატაზე შეაჩერეთ, გირჩევთ, იგი გრაციოზული ფეხსაცმლით სრულყოთ. თუ გრძელი ფატის ტარებას აპირებთ, უმჯობესია, სადა ფეხსაცმელი მოირგოთ. საქორწილო ტიარის კეთების შემთხვევაში იდეალურია კრისტალებიანი ფეხსაცმლის არჩევა. ყვავილოვანი თავსამკაულის ტარებისას კი, სჯობს, ბოჰემური სტილის ფეხსაცმელები გეცვათ.
რატომაა მნიშვნელოვანი ფეხსაცმლის ფერი და ნაჭერი
საქორწილო ფეხსაცმლის ფერი ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორსაც მისი სტილი. მეტალის ფერის ფეხსაცმელებს დაუვიწყარ ეფექტს სძენენ იმავე ფერის სამკაულები. ატლასის საპატარძლო კაბები ხშირად შესანიშნავად ერგებიან მარგალიტის სამკაულებს. თუ მაქმანებიანი კაბის ჩაცმა გაქვთ გადაწყვეტილი, დაფიქრდით იმავე სტილის ფეხსაცმლის მორგებაზე. თქვენი კაბის მცირედი დეტალების გამოყოფა თუ გსურთ, გირჩევთ, ნაქარგებიანი ფეხსაცმელი ჩაიცვათ.
საჭირო რჩევები აქსესუარების საქორწილო ლუქთან შესახამებლად
ბალანსი თამამ და სადა აქსესუარებს შორის
- ფოკუსირდით ერთ ელემენტზე (მაგალითად, თუ დიდი ზომის საყურეების ტარებას აპირებთ, გირჩევთ, აღარ გამოიყენოთ ასეთივე ყელსაბამი)
- თუ ექსტრავაგანტური კაბის ჩაცმას აპირებთ, მინიმალური აქსესუარები საუკეთესო არჩევანია.
- სადა კაბის ჩაცმის შემთხვევაში მიეცით თავს ნება, გამოიყენოთ თამამი აქსესუარები.
- ყურადღება გაამახვილეთ კაბის გულმკერდის ფორმაზე – ჩოკერები უმკლავო კაბებს შეუსაბამეთ, მედალიონები V-გულმკერდის კაბებს.
- გახსოვდეთ, რომ ხანდახან მინიმალიზმი საუკეთესო არჩევანია – ნუ დააძალებთ საკუთარ თავს ყველანაირი ტიპის აქსესუარის გამოყენებას.
საქორწილო აქსესუარების შეხამება თმის ვარცხნილობასა და მაკიაჟთან
თქვენი საქორწილო აქსესუარები ჰარმონიულად უნდა ეთავსებოდეს თქვენს ვარცხნილობასა და მაკიაჟს:
- მაღლა აწეული თმა კარგად გამოიყურება ექსტრავაგანტურ თავსამკაულებთან
- მოშვებულ ვარცხნილობას სადა თმის სამაგრები უხდება
- გაითვალისწინეთ თქვენი მაკიაჟის ფერთა პალიტრა საქორწილო სამკაულების მეტალის არჩევისას – თბილი ტონალობის მაკიაჟი საუკეთესოდ გამოიყურება ოქროს აქსესუარებთან, ცივი ტონალობის მაკიაჟი კი – ვერცხლის ან პლატინის სამკაულებთან
- თუ დრამატული თვალის მაკიაჟის წასმას აპირებთ, გირჩევთ, მას სადა ყელსაბამი შეუსაბამოთ დასაბალანსებლად
ხშირი შეცდომები საქორწილო აქსესუარების არჩევისას
ზედმეტი აქსესუარის გამოყენება: მინიმალიზმი საუკეთესო არჩევანია
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ზედმეტი რაოდენობის საქორწინო აქსესუარების გამოყენებაა. გახსოვდეთ, სამკაულებმა უნდა დახვეწონ თქვენი საქორწილო ლუქი, და არა დაჩრდილონ იგი. მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი აქსესუარი შეარჩიეთ, რომელიც თქვენი პიროვნებისა და სტილისთვის მნიშვნელოვანია.
კომფორტზე უარის თქმა სტილის გამო
საქორწილო აქსესუარების შერჩევისას გახსოვდეთ, რომ მათი მთელი დღის განმავლობაში ტარება მოგიწევთ. სტილის უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, უმჯობესია, კომფორტული ფეხსაცმლისა და სამკაულების არჩევა, რათა თქვენს განსაკუთრებულ დღეს გაღიზიანებულმა კანმა არ გაგიფუჭოთ განწყობა.
სამკაულების არასწორი შეხამება კაბასთან და ფეხსაცმელებთან
დარწმუნდით, რომ თქვენი ლუქის ცალკეული ელემენტები ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან. შეუსაბამო დეტალებს მთლიანობის დარღვევა შეუძლიათ, ამიტომ სჯობს ეს საფრთხე თავიდანვე ავირიდოთ.
რჩევები საქორწილო აქსესუარების შესარჩევად
ბალანსი თამამ და სადა დეტალებს შორის
საქორწილო აქსესუარების ჩეკლისტი საჭიროა იმისთვის, რათა სადა და თამამ აქსესუარებს შორის სწორი ბალანსი გაპოვნინოთ. ასე შეძლებთ დაუბალანსებელი ლუქის თავიდან არიდებასაც.
მაგალითად, დიდი ზომის საყურეების ტარებას თუ გეგმავთ – სადა სამაჯური შეუსაბამეთ, გრაციოზულ თავსამკაულს – მცირე ზომის საყურეები, გრაციოზულ ფატას – მინიმალისტური სამკაულები. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ თუ სამკაულებიდან ერთ-ერთი ექსტრავაგანტურია, მისი სადა აქსესუართან დაწყვილება სჯობს.
საქორწილო აქსესუარების ჩეკლისტი: ყველა აუცილებელი ნივთი
გთავაზობთ გამოსადეგ საქორწილო აქსესუარების სიას, რათა დარწმუნდეთ, რომ არაფერი გავიწყდებათ
- ფატა ან თავსამკაული
- სამკაულები (საყურეები, ყელსაბამი, სამაჯური)
- ფეხსაცმელები ( ნიშნობისა და ქორწილისთვის)
- ჩანთა ან კლაჩი
- ქამარი (სურვილისამებრ)
- თმის აქსესუარები (თმის სამაგრები, სამაგრი-სავარცხლები, ა.შ.)
- მოსასხამი (იმ შემთხვევაში, თუ აცივდება)
- საქორწილო სუნამო
იდეალური საქორწილო კაბის არჩევა შეიძლება, რთულ ამოცანად გვეჩვენოს, მაგრამ ჩვენი რჩევები და თქვენი პიროვნული სტილი დასაწყისისთვის კარგი გზამკვლევი იქნება. გალოგრეას გუნდი მზადაა პატარძლებს დაეხმაროს მათ არა მხოლოდ საოცნებო საქორწილო კაბის, არამედ ასეთივე აქსესუარების შერჩევაშიც.
თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება გალოგრეასა და პატარძლების საერთო მუშაობის შედეგი, შეგიძლიათ პატარძლების საქორწილო ისტორიებს გაეცნოთ. სწორი აქსესუარების ძიების თავგადასავლის დაწყებისას მნიშვნელოვანია არ დაივიწყოთ, რომ საქორწილო დღის ყველაზე გამორჩეული აქსესუარი თქვენი და თქვენი პარტნიორის სიყვარულია.



